მმართველი პარტიის ინიციატივას ხელფასების 1/3-ის StopCov-ის ფონდში ჩარიცხვის შესახებ, ზუგდიდის მერიაც უერთდება

“მერიის პოლიტიკური გუნდი ვუერთდებით მმართველი პარტიის ინციატივას, რომ კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში ჩავრიცხოთ ჩვენი ხელფასის 1/3, რათა ეს თანხები მოხმარდეს ამ ვირუსით მიყენებული ზიანის აღდგენას, მთელი ქვეყნის მასშტაბით”,- ამის შესახებ ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ განაცხადა.
ამასთან, ზუგდიდის მერის თქმით, ადგილობრივ ბიზნესმენებთან თანამშრომლობის შედეგად, 1400-მდე ოჯახს დახმარების სახით სურსათი გადაეცემა.
„ადგილობრივ ბიზნესთან ერთად და მათის დახმარებით შევქმენით გარკვეული აქტივები და შევისყიდეთ პროდუქტები, რათა ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დავეხმაროთ პირველადი სასურსათო პროდუქტებით. გამზადებულია 1400 სასაჩუქრე პაკეტი, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფებისთვის, აქ საუბარია შშმ პირებზე, სმედა-მხედველობა დაკარგულ მოქალაქეებზე, ვისაც განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება ჩვენი მხრიდან ასევე დაბალქულიან სოციალურად დაუცველ ოჯახებს. აღნიშნული პროცესი გაგრძელდება.”- განაცხადა ზუგდიდის მერმა.
ცნობისთვის,  მმართველმა გუნდმა, “ქართულმა ოცნებამ” მიიღო გადაწყვეტილება მომავალი სამი თვის ხელფასის 1/3 კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილ ფონდში გადარიცხოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები