კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის გადაწყვეტილებით სენაკის ბაზარი იხურება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე განიხილეს სხვადასხვა თემები, მათ შორის გატარებული ღონისძიებები და საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები. მოქმედი დროებითი შტაბის ხელმძღვანელმა ალექსანდრე მოწერელიამ მოისმინა ინფორმაცია საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის დაჯარიმებული პირების შესახებ. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით გასულ ღამეს მოხდა 25 პირის დაჯარიმება, ის მოუწოდებს მოქალაქეებს დაიცვან რეკომენდაციები, არ დაარღვიონ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით გათვალისწინებული მოთხოვნები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აგრარულ ბაზრებში არსებული მდგომარეობა, სახელმწიფო რწმუნებულმა მოისმინა სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული ხელმძღვანელის, სამხარეო პოლიციის უფროსის და სენაკის მერის მონიტორინგის ანგარიშები, რის შემდეგაც შტაბმა მიიღო სენაკის აგრარული ბაზრის დახურვის გადაწყვეტილება. სავაჭრო ობიექტი არ აკმაყოფილებს სპეციალისტების მიერ დადგენილ რეკომენდაციებს, ასევე არ ხდება სოციალური დისტანციის დაცვა. შტაბმა ასევე იმსჯელა ზუგდიდის და ფოთის აგრარული ბაზრების თაობაზე, შტაბის გადაწყვეტილებით ეს ბაზრები ფუნქციონირებას განაგრძობენ, მონიტორინგის მასალების შესაბამისად სენაკისა და ზუგდიდის ბაზრებში მდგომარეობა მოწესრიგდა, ადმინისტრაცია კი დამატებით ზომები გატარებას გეგმავს.

შტაბის სხდომაზე ასევე განიხილეს, ცხელების კლინიკების მოწყობის და თერმოსკრინინგის მიმდინარეობის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები