ცაგერში უბნის ექიმებისა და ექთნების მიერ მოსახლეობაში კარდაკარ შემოვლა გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინიციატივით, უბნის  ექიმებისა და ექთნების მიერ მოსახლეობაში კარდაკარ შემოვლა მიმდინარეობს. ღონისძიება  ტემპერატურულ სკრინინგს, მათი საჭიროებების გამოვლენასა და ახალი კორონავირუსის პანდემიის ირგვლივ არსებული  ინფორმაციის მიწოდებას ისახავს მიზნად.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმში უბნის ექიმის მიერ მონიტორინგის განხორციელების პროცესს რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი – გოჩა ენუქიძე, მხარის რწმუნებული – არჩილ ჯაფარიძე და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი – ავთანდილ უგრეხელიძე შეუერთდნენ და მოსახლეობის  საჭიროებებს გაეცნენ.  გამოიკვეთა, რომ სოფლის მოსახლეობა სრულადაა ინფორმირებული ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობისა და სპეციალური წესების შესახებ, აქვთ კონტაქტები უბნის მედპერსონალთან და, საჭიროების შემთხვევაში, იციან, რომ არსებობს ცხელი ხაზი, რომელიც მათ სწორ რეკომენდაციებს მიაწვდით.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ  მათთან მუდმივი კონტაქტი გაგრძელდება და, საჭიროების შემთხვევაში, პრობლემები დროულად მოგვარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები