მარნეულის საველე ჰოსპიტალსა და “ჯეო ჰოსპიტალიდან” გაგზავნილი 10 ტესტის პასუხი ცნობილია

მარნეულის საველე ჰოსპიტალსა და “ჯეო ჰოსპიტალიდან” გაგზავნილი 10 ტესტის პასუხი გახდა ცნობილი.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა, დღეს მიიღეს მარნეულში მყოფი ცხრა პაციენტის პასუხი და ცხრავე უარყოფითია.

“მარნეულიდან გუშინ გავგზავნეთ ათი ტესტი და დღეს მივიღეთ მათი პასუხები. პაციენტები საველე ჰოსპიტალში და “ჯეოჰოსპიტალში” გვყავდა გადანაწილებული. 9 ტესტის პასუხი უარყოფითია, მხოლოდ ბოლნისის მოქალაქის ტესტის პასუხია დადებითი”, – განაცხადა ეთერ ლაფერაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში, ამ დროისთვის, კორონავირუსის 148 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 27 გამოჯანმრთელებულია, კარანტინში იმყოფება 5392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები