ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები კარანტინში გადაიყვანეს
ყაზბეგის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოსული საქართველოს მოქალაქეები გვიან ღამით საკარანტინე ზონებში გადაიყვანეს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ყაზბეგის მერიაში განუცხადეს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ პირებს კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ და ყველა მათგანს საზღვარზე შემოსვლისას თერმული სკრინინგი ჩაუტარდა.
პროცესს ადგილზე კოორდინირებას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე ზაგაშვილი, საბაჟო გამშვები პუნქტ “ყაზბეგის” უფროსი – შოთა სიხარულიძე, მერის მოადგილეები – დავით ქირიკაშვილი და თამაზ ალიბეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – გრიგოლ სეთურიძე უწევდნენ.
საზღვარზე მობილიზეულია შესაბამისი სამსახურები.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია, კორონავირუსის პრევეციული ღონისძიებების გატარების მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.