პაატა იმნაძე: 37 გრადუსი არაა ტემპერატურა, ადამიანი არ უნდა შეშფოთდეს, 37,5 -დან უნდა გაიაროს კონსულტაცია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მოქალაქეები 37-მა გრადუსმა ტემპერატურამ არ უნდა შეაშფოთოს.

„მე რომ არ ვთქვა, 37 გრადუსი არ ითვლება ტემპერატურად-მეთქი, ჩემზე მეტი იცის „გუგლმა“ და სხვადასხვა ენციკლოპედიამ. არსად  წერია, რომ 37 გრადუსი  არის ტემპერატურა, რომელზეც ადამიანი უნდა შეშფოთდეს. 37,5 გრადუსსა და მეტზე უკვე კონსულტაცია უნდა მიიღონ. მარტო ესეც არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს იყოს საეჭვო შემთხვევა“, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები