პრემიერი ონლაინგაყიდვებზე: ყველა კომპანიას, რომელიც დაადასტურებს, რომ აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნებს, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება

“მოთხოვნა არის, დავაკმაყოფილოთ უსაფრთხოების ელემენტარული ნორმები, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო გვიდგენს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოზე ონლაინგაყიდვებზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ყველა იმ კომპანიას, რომელიც შეძლებს, დაადასტუროს, რომ აკმაყოფილებს უსაფრთხოების ამ ნორმებს, რა თქმა უნდა, ექნება საშუალება, გააგრძელოს ფუნქციონირება. გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა მიესალმება მიტანის სერვისების მიწოდების განვითარებას ქვეყანაში.

„დღეს ჩვენ ვიბრძვით ორ ფრონტზე, ერთი გახლავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, მეორე – ეკონომიკა. ერთმნიშვნელოვნად ყველას უნდა გვესმოდეს, რომ აქ პრიორიტეტების დაყენება დღეს უკვე არ იქნება სწორი. ორივე ფრონტი არის უკიდურესად მნიშვნელოვანი”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები