პაატა იმნაძე: ფულით ინფიცირებაზე მეცნიერული მტკიცებულებები არ გაგვაჩნია, თუმცა ყველა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, შეიძლება, იყოს ინფექციის წყარო
“ფულით კორონავირუსის გავრცელების ჰიპოთეზა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს განიხილებოდა, თუმცა ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისევე, როგორც ყველა სხვა ნივთი, რომელიც ხელიდან ხელში გადადის, ფულიც შეიძლება, ინფექციის წყარო იყოს.
„ეს ჰიპოთეზა განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს. ამის მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ჰიპოთეზაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ. თუმცა, ჯერჯერობით, მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ფული, ისევე როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება, გადადიოდეს ხელიდან ხელში, შეიძლება, იყოს ინფექციის წყარო, თუმცა, მე ისიც ვიცი, რომ ფული როდესაც შედის ბანკში, მას უტარდება სპეციალური დამუშავება, ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.