“რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღეს 17 პაციენტი გაეწერება”

“ჩვენს კლინიკაში 44 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან 5 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კლინიკას 17 პაციენტი დატოვებს.

„ჩვენს კლინიკაში არის 44 პაციენტი, აქედან 5 ინტენსიური პაციენტი, რომელიც რეანიმაციაში იყო ისევ რეანიმაციაში რჩება. 17 პაციენტი უნდა გაეწეროს და ჩატარდეს რიგი პაციენტების ტესტირება. ცოტა ხნის წინ გაკეთდა ერთ-ერთ პაციენტზე ტრომბექტომია სისხლძარღვთა ქირურგების დახმარებით, ბრიგადამ იმუშავა წარმატებით და პაციენტი თავს კარგად გრძნობს, ეს იყო რეანიმაციული პაციენტი. მეორე პაციენტს დაუდგინდა თირკმლის მწვავე უკმარისობა და გადაყვანილია დიალიზზე. ეს არის ჩვენი კლინიკური მდგომარეობა ამ მომენტისათვის,“ – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები