“რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფ 17 პაციენტზე ველოდებით კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხებს”

“ამ დროისათვის კორონავირუსზე, კლინიკაში მყოფი 17 პაციენტის ანალიზის პასუხებს ველოდებით”,- ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, დევი ტაბიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ გადაგზავნილი ანალიზის პასუხებიდან ყველამ უარყოფითი შედეგი აჩვენა.

“ახლა ველოდებით 17 პაციენტის ტესტის პასუხს. ჩვენთან დადასტურებული ახალი შემთხვევა არც ერთი არ არის. ანალიზის პასუხების მიღება ტრადიციულად დღის ბოლოს ხდება და ხვალ მოგახსენებთ. ის ტესტები რაც იყო გუშინ გადაგზავნილი, პასუხები ღამე მივიღეთ და არც ერთი შემთხვევა არ დადასტურდა.

პაციენტების მდგომარეობას რაც შეეხება, საშუალო სიმძიმის პაციენტია 2 რეანიმაციაში, კიდევ 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელი და სტაბილურია“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები