ქარელის მერმა სოფელ დვანში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა გულიაშვილმა სოფელ დვანში გზის ასფალტირების სამუშაოები დაათვალიერა. ამ დროისთვის, ადგილზე სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტი რეგიონული განვითარების ფონდისა და ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. სულ, პროექტის ფარგლებში,  1,331 კილომეტრი გზა დაიგება.
პროექტის ღირებულება 708 787 ლარია. სამუშაოებს შპს „შარა“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები