ლაგოდეხის მერიამ თერმოსკრინინგის 6 აპარატი შეიძინა

ლაგოდეხის მერიამ  თერმოსკრინინგის 6 აპარატი შეიძინა. ამ აპარატურით მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოსახლეობის შემოწმება დაიწყო. შექმნილია 20-კაციანი მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც სოფლებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს და მოსახლეობას, საგანგებო მდგომარეობის პირობების გარდა, არსებული რეგულაციების შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან.
“მე და მოხალისეთა ჯგუფები სპეციალური ეკიპირებით გავდივართ და კარდაკარის პრინციპით თითოეულ მოქალაქეს თერმოსკტრინინგს ვუტარებთ. გარდა ამისა, სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებს ვურიგებთ პირბადეებს. მოსახლეობას ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ კომენდანტის საათის შესახებ. ჩვენ ვცდილობთ, ავუხსნათ, რომ აუცილებელია აღნიშნული რეგულაციების, წესებისა და თუ რეკომენდაციების გათვალისწინება. ყველას მოვუწოდებ, დარჩეს სახლში და იზრუნონ როგორც მათი, ასევე, გარშემომყოფების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე”, – განაცხადა ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საჯარო და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სადენზიფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები