ლანჩხუთის მერმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში წყლის სისტემების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ცენტრალური მაგისტრალი და სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც 500 ოჯახი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები 700 000 ლარით ფინანსდება.
ქალაქის 9 ქუჩაზე რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხები მოეწყობა. ამ დროისთვის, სამუშაოები ჭანტურიასა და წერეთლის ქუჩებზე ტარდება. პროექტის ღირებულება 1 170 000 ლარს შეადგენს.
ქალაქის სამ ქუჩაზე (კუპრეიშვილი, კვირკველია, გორგასალი) მიმდინარეობს მრავალბინიანი სახლების გადახურვა, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 390 000 ლარი დაიხარჯება.
მიმდინარე სამუშაოები ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა ადგილზე დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები