“ბაღდათელები ერთმანეთისთვის” – მოხალისეებმა სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს საკვები და მედიკამენტები მიუტანეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფმა 70 წელს გადაცილებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მედიკამენტები და საკვები პროდუქტრები სახლში მიუტანეს. აქციის მონაწილის თქმით, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, უნდა მოხდეს მათი დახმარება, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
“მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების გამო,ვიგრძენით რა ჩვენი სოციალური და სამოქალაქო პასუხისმგებლობა,ბაღდათელმა ახალგაზრდებმა მოხალისეობრივად გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა სოციალური კამპანია “ბაღდათელები ერთმანეთისთვის ” რომელიც მიზნად ისახავს 70წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისთვის მედიკამენტებით და საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფას. როგორც კი დავაანონსეთ აქცია ,მალევე შემოგვიერთდა უამრავი ბაღდათელი და გვყავს 200ზე მეტი შემომწირველი,შეგროვებული გვაქვს 23 000ლარზე მეტი.ჩვენი აქციით გვინდა მაგალითი მივცეთ სხვებს,რადგან დღეს არის ისეთი მდგომარეობა რომ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობა”,- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მოხალისემ, გურამ კიკნაველიძემ.

ერთ-ერთი ბენეფიციარი, ვისაც სოლიდარობის აქციის ფარგლებში, პროდუქტი მიუტანეს, ნატო ქაშაკაშვილია. იგი ამბობს, რომ ასეთ რთულ დროს დახმარების აღმოჩენა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამ მოხალისეებს ასეთი დახმარებისთვის, ბაღდათელმა ახალგაზრდებმა გაჭირვების დროს ასეთი დახმარება გაგვიწიეს. მადლობელი ვართ მთავრობის, რომ გვერდით გვიდგანან და კომუნალურ გადასახადებს გადაგვიხდიან”, -ამბობს ნატო ქაშაკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები