აშშ-ში განაცხადეს, რომ რუსეთისგან სამედიცინო ნივთები შეიძინეს და არა – ჰუმანიტარული დახმარება მიიღეს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, რუსეთისგან სამედიცინო საჭიროების ნივთები შეიძინა.

ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ 30 მარტს პუტინისა და ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლში განაცხადეს, რომ ვაშინგტონს სამედიცინო ჰუმანიტარული დახმარებას უგზავნიან.

რუსული თვითმფრინავი ნიუ იორკში 1-ელ აპრილს ჩაფრინდა, პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა კი განაცხადა, რომ მოსკოვი, საჭიროების შემთხვევაში, საპასუხო დახმარებას ელოდება.

თუმცა, როგორც ირკვევა, მოსკოვმა ვაშინგტონში ჰუმანიტარული დახმარება კი არა, შეძენილი ნივთები გაგზავნა, რომელთა შორის არის – ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები და ინდივიდური დაცვის საშუალებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები