რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა – დაკვირვების ქვეშ 215 514 ადამიანია

რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 771 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამში ქვეყანაში 3548 ინფიცირებულია, – განაცხადეს კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში.

ვირუსს ბოლო 24 საათში 6 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში ქვეყნის მასშტაბით 30 ლეტალური შემთხვევაა.

ამასთანავე, ვირუსის დამარცხება 235-მა პირმა შეძლო.

“როსპოტრებნადზორის” მონაცემით, კორონავირუსთან დაკავშირებით სამედიცინო დაკვირვების ქვეშ 215 514 ადამიანი იმყოფება.

როგორც ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს მთავარმა ინფექციონისტმა, ვლადიმირ ნიკიფოროვმა განაცხადა, ქვეყანაში კორონავირუსის აფეთქების პიკი მომდევნო კვირაშია მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები