რუსთავში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავიდან გუშინ, გვიან ღამით გორის ჰოსპიტალში 50 წლამდე ქალბატონი გადაიყვანეს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის უფროსი, დავით ბეგაშვილი უდასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ქალბატონს რამდენიმე დღის წინ კორონავირუსით ინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი.

ამ დროისთვის, საქართველოში ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 130.

მათ შორის გამოჯანმრთელებული – 26

კარანტინის რეჟიმში – 5437
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 260.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები