ბათუმში 10 წლის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა – მას თბილისში გადმოიყვანენ
კიდევ ერთი დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსზე – ინფიცირებული 10 წლის ბავშვია. როგორც ,,რეგიონულ კვირას“ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განუცხადა. მცირეწლოვანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
“იგი საკარანტინე ზონაში იმყოფებოდა, მას შემდეგ, რაც ტემპერატურა დაუფიქსირდა, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები. მშობლების მოთხოვნით მოზარდს სამკურნალოდ დედაქალაქში გადაიყვანენ. ისინი თბილისში არიან დარეგისტრირებულები”, – განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ცნობისთვის, აჭარაში ამ დროისთვის კორონავირუსის სულ 9 შემთხვევა ფიქსირდება, საკარანტინე ზონაში კი 2000-ზე მეტი პირი რჩება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოშო კორონავირუსის 117 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 23 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით, კარანტინის რეჟიმში 5783 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301 პირი რჩება.