თელავის შესასვლელებში მოძრაობა შეფერხებულია – გადაადგილებას პოლიცია აკონტროლებს

თელავის ოთხ ძირითად შემოსასვლელთან დღეიდან ტრანსპორტით მოძრაობა შეფერხებულია. გადაადგილების მონიტორინგს სპეციალურად მოწყობილ ბლოკპოსტებზე სამაართალდამცველები განახორციელებენ.
ბლოკპოსტებთან ავტოსატრანსპორტო საშუალებების დიდმა ნაკადმა მგზავრთა დაყოვნებაც გამოიწვია.
მე-20 კადრირებული ბრიგადის ჯარისკაცები, სამხედრო ექიმები და სამართალდცველები მანქანაში მგზავრთა როდენობას ამოწმებენ და თითოეულ მათგანს თერმოსკრინინგს უტარებენ.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის, შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში ვითარება სტაბილურია.
“ბლოკპოსტების განთავსება თელავში განპირობებულია ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის. ამ დროისთვის, ვითარება სტაბილურია და მოსახლეობა გაგებით ეკიდება ახალი რეგულაციებით გათვალისწინებულ წესებს”, – განმარტა ნარეკლიშვილმა.

სპეციალური საგუშაგოები მოწყობილია სოფლებთან:  წინანდალი, ახმეტა, შუამთის გზა, რომელიც თბილისთანაა დაკავშირებული და ყვარლის გზაზე, ე.წ. ალაზნის ხიდთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები