ქურდობა ლაგოდეხში – მაღაზიიდან ალკოჰოლური სასმელები წაიღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში სასურსათო მაღაზია გაქურდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიიდან პროდუქტი და ალკოჰოლური სასმელი მოიპარეს.
სასურსათო მაღაზიის მეპატრონის თქმით, მძარცველები მაღაზიაში სახურავიდან ჩავიდნენ.

ამ დროისთვის, ზარალის ოდენობა უცნიბია და ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები