ფოთში კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქში ცენტრალური კულტურისა და დასვენების პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა, სათამაშო საბავშვო მოედნების მშენებლობა, არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა, საჩრდილობელი ჯიხურისა და ველოსიპედის სადგომის მოწყობა, ატრაქციონების მონტაჟი, საგამოფენო ზონის კეთილმოწყობა და ტერიტორიის მწვანე ნარგავებით შევსება.

პარკი ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სამუშაოებს, ტენდერში გამარჯვებული კომპანია,  შპს „ჯორჯიან სტოუნი“ ახორციელებს. სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები