საპატრულო პოლიციამ გოგი წულაია დააკავა
პარტია “თავისუფალი საქართველოს ” იმერეთის ბიუროს ხელმძღვანელი, გოგი წულაია სამართალდამცველების შეურაცხყოფისთვის პოლიციამ დააკავა.
დაკავება იმ დროს მოხდა, როცა ის ვალუტის გამდაცვლელი პუნქტების დახურვის შესახებ ბრიფინგს მართავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, წულაიას პატრულმა პირადობის მოწმობა მოსთხოვა და შეახსენა, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება არ ჰქონდა. მან კი სამართალდამცველებთან საუბრის დროს უცენზურო სიტყვები გამოიყენა, რის გამოც ის განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც ” რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, წულაია დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173მუხლით ,რაც გულისხმობს სამართალდამცავთა კანონიერი უფკებამოსილების აღსრულების დაუმორჩილებლობას.