თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ გუშინ მუნიციპალიტეტის საკრებულოში გადადგომის შესახებ განცხადება შეიტანა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, თანამდებობა მერის მოადგილემ, მანუჩარ ფანჩულიძემაც დატოვა.
“მერმა განცხადება პირადი მიზეზის საფუძველზე დაწერა და საკრებულოს მისი განაცხადი ჯერ არ დაუმტკიცებია. მერის მოვალეობას პირველი მოადგილე, ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს”, – თქვეს მერიის პრესსამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები