ალექსანდრე მოწერელია: აგრარული ბაზრები თუ არ შეასრულებენ რეკომენდაციებს, სამწუხაროდ, მოგვიწევს, დავხუროთ

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია აგრარულ ბაზრებთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. სახელმწიფო რწმუნებულის განმარტებით, არაერთი გაფრთხილება მიეცა აგრარულ ბაზრებს, თუმცა იქ მოქალაქეები არ იცავენ სოციალურ დისტანციასა და სხვა რეკომენდაციებს, რასაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აძლევენ მოვაჭრეებს.

ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, ბაზრებს ბოლო გაფრთხილება მიეცათ, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დახურვის გადაწყვეტილებას მიიღებენ.

“მინდა, შევეხო რეგიონის აგრარული ბაზრების თემას. ჩვენ გვქონდა ამ საკითხზე შეხვედრა და არ შევწყვიტეთ მათი ფუნქციონირება, შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ უნდა განეხორციელებინათ მონიტორინგი, გაეცათ რეკომენდაციები, რომლებიც უნდა შეესრულებინათ – ეს ასეც მოხდა, მაგრამ, სამწუხაროდ, დღეს გვაქვს  მოცემულობა, რომ ბაზარში არც ჰიგიენის ნორმები და არც დისტანცია არ არის დაცული, რაც გათვალისწინებულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ. ამდენად, კიდე ერთხელ მინდა, ვთხოვო და გავაფრთხილო ბაზრების ადმინისტრაცია და მოვაჭრეები, თუკი ხვალიდან არ მოხდება  რეკომენდაციების შესრულება, მაშინ ჩვენ მივიღებთ  გადაწყვეტილებას აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ. ეს ეხება ზუგდიდის, სენაკისა და ფოთის აგრარულ ბაზრებს. ჩვენ  არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს, ეს არის, ჰიგიენა  და დისტანციას.  ის, რაც დღეს ბაზრებში ხდება, არის სრული უპასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან. ჩვენ ასეთ ვითარებაში ნამდვილად არ გვინდა, ეს გადაწყვეტილება მივიღოთ, ამიტომ კიდევ ერთხელ ვთხოვთ მათ, ნუ გვაიძულებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში სახელმწიფო რწმუნებულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები