რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში ექიმების კარდაკარ შემოვლა გრძელდება

რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინიციატივის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში მერის წარმომადგენლების, საკრებულოს დეპუტატებისა და სოფლის ექიმების კარდაკარ შემოვლა და მოსახლეობის საჭიროებების, ჯანმრთელობის მდგომარეობის ადგილზე გაცნობა გრძელდება.

აღნიშნული ახალი COVID-19-ის ვირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დაიგეგმა და მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების, პრობლემური საკითხებისა და რისკფაქტორების დროულ იდენტიფიცირებას ისახავს მიზნად.

შემოვლა ონის მუნიციპალიტეტის პიპილეთის თემის რამდენიმე სოფელში, გომის თემში, შეუბნის თემის რამდენიმე სოფელსა და სოფელ უწერაში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები