აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 079-მდე გაიზარდა – ხელისუფლება ეპიდემიის პიკს 15 აპრილისთვის ელოდება

აშშ-ში SARS-CoV-2-ით გარდაცვლილთა რიცხვი ერთ დღეში 700-ით გაიზარდა და 4 079 პირი შეადგინა.

თითქმის ნახევარზე მეტი ლეტალური შემთხვევა ნიუ იორკის შტატში ფიქსირდება – 1096; 406 მის გარეუბნებში, – ნათქვამია ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკურ მონაცემში.

ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებლით, აშშ-მა მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებს გადაასწრო.

ქვეყანაში 189 6128 ინფიცირებულია, ვირუსის დამარცხება 7 109 პაციენტმა შეძლო.

ამის პარალელურად, თეთრი სახლის კორონავირუსთან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის შეფასებით, სიკვდილიანობის პიკი ორ-სამ კვირაშია მოსალოდნელი, უახლოეს ორ თვეში კი ვირუსით გამოწვეული ლეტალურმა შემთხვევებმა, შესაძლოა, 100-240 ათასი ადამიანი შეადგინოს.

ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ბრიფინგზე განაცხადა, ამერიკელები გააფრთხილა, რომ უახლოესი ორი კვირა ვირუსთან ბრძოლაში ძალიან რთული იქნება.

მან ქვეყნის მოსახლოებას მოუწოდა აპრილის ბოლომდე სოციალური დისტანცირების ნორმების შესრულებისკენ.

“მსურს, ამერიკელები მძიმე დღეებისთვის მოემზადონ. ძალიან რთული ორი კვირა გველოდება”, – თქვა ტრამპმა და იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ “ქვეყანა გვირაბის ბოლოს შუქს დაინახავს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები