იმერეთში მდებარე საირმის საკარანტინე ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა

საირმეში საკარანტინე სასტუმროს დატოვებამდე 34ე მოქალაქემ სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინე ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სტუმრების საკარანტინე ზონიდან გაცილებას დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

საკარანტინე ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინე სივრცეების მოწყობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები