RDFG თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დისტანციურ სერვისებს, მათ შორის, ელექტრონულ სწავლებას უზრუნველყოფს

2020 წლის 31 მარტიდან, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში” ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სთავაზობს სრულ დისტანციურ სერვისებს, მათ შორის ელექტრონულ სწავლებას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების უწყვეტად განხორციელების მიზნით, უზრუნველყოფილი იქნება შემდეგი:
დასაქმების ხელშეწყობის პროგრამა
ჯგუფური ონლაინ სესიები
კორპორატიული მოხალისეების ონლაინ სესიები
ბროკერობა – რეზიუმეების მომზადება-გადაგზავნა და იმიტირებული სამსახურებრივი გასაუბრება ონლაინ
ინდივიდუალური კონსულტაციები/სესიები დისტანციურად
სხვადასხვა სასწავლო მასალის გაზიარება მონაწილეებისათვის – ვებინარები
ბენეფიციარების შესაბამისი სასწავლო ვიდეო მასალით უზრუნველყოფა
RDFG-ის მიერ მომზადებული ვიდეო მასალა თეთრიწყაროს LAG-ის წევრებისათვის
LEADER მიდგომა და ძირითადი მახასიათებლები
ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS) და მისი პრიორიტეტები
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის წესდება და პროცედურის დოკუმენტი
თეთრიწყაროს ლაგის წევრებთან კომუნიკაცია ელექტრონულად
ინფორმაციის მიწოდება ონლაინ სერვისებისა და პროექტის მიმდინარეობის შესახებ
საგრანტო კონკურსის მესამე ფაზის შედეგების გამოქვეყნებაზე თანხმობის მიღება ელექტრონულად
თეთრიწყაროს განვითარების ჯგუფის (LAG) წესდების მიხედვით, საერთო კრება (89 ადამიანი) განიხილავს და ამტკიცებს საგრანტო კონკურსის საბოლოო შედეგებს, განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით. ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ვერ ხერხდება საერთო კრების სხდომის გამართვა. ამიტომ, საერთო კრების წევრებს ელექტრონულად გაეგზავნება შეფასების კომიის მიერ მოწოდებული შედეგები და მათი ელექტროულად მიღებული თანხმობის შემდეგ, შესაძლებელი გახდება საგრანტო კონკურსის მესამე ფაზის შედეგების გამოქვეყნება.
Covid-19-თან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით, შესაბამისი მასალასის სამ ენაზე გავრცელება RDFG-სთან არსებული კატასტროფის რისკის შემცირების ცენტრის (DRR) მიერ
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO), საქართველოს მთავრობისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) მიერ გაცემული რეკომენდაციები სამ ენაზე (ქართული, აზერბაიჯანული, სომხური)
ვიდეო სერვისი პროფესიული მომზადება-გადამზადების (VET) კომპონენტისთვის
ვიდეოების უზრუნველყოფა myprofession.gov.ge -დან
ონლინ კურსებზე ინფორმაციის მოძიება და მიწოდება ბენეფიციარებისთვის
RDFG-ის მიერ მომზადებული ვიდეო-რგოლი “როგორ დავრეგისტრირდეთ სახელმწიფო პროგრამებზე”
RDFG-ის ფერმერთა საველე სკოლების ფარგლებში,ვიდეო ტრენინგები ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრებისათვის
ნუგზარ შენგელია – “მებოსტნეობა”
ილია მჭედლიძე – “თანამედროვე ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობის სფეროში”
ლალი გოგინავა – “მეხილეობა და კენკროვანი კულტურები”
2020 წლის 11 მარტს, COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის (WHO), საქართველოს მთავრობისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) რეკომენდაციების გათვალისწინებით, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდა. ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაუქმდა ყველა ღონისძიება და შეხვედრა, რომელიც ფართო მოსახლეობის ჩართულობას გულისხმობდა, თუმცა გრძელდებოდა ბენეფიციარებთან ინდივიდუალური ვიზიტები, ძირითადად სამშენებლო პროექტების მონიტორინგისა და შესყიდული ნივთების გადაცემის მიზნით, ვიდრე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდებოდა.
ამჟამად ევროკავშირის ENPARD პროგრამის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის კომისიის წევრებთან, ასევე, ბენეფიციარებთან.  კომუნიკაციის ფორმა არის სატელეფონო, ელექტრონული ან ორივე – არჩევანი ინდივიდუალურია, ბენეფიციარის შესაძლებლობებიდან და საჭიროებიდან გამომდინარე. ამ ეტაპზე, RDFG-ის გუნდი მუშაობს იმაზე, რომ ყველა ის სერვისი, რომლის მიწოდებაც პროექტის ბენეფიციარებისთვის დისტანციურად არის შესაძლებელი, ელექტრონულ სივრცეში გადაიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები