გალის რაიონში კომენდანტის საათი გაამკაცრეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში დღეს 20:00 საათიდან დილის 07:00 საათამდე კომენდანტის საათი ამოქმედდება.

შესაბამის განკარგულებას ხელი დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ მოაწერა.

კომენდანტის საათის დამრღვევ პირებს დააკავებენ.

გალის რაიონში კომენდანტის საათი 28 მარტიდან 00:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა, თუმცა აღნიშნული ზომის გამკაცრება მას შემდეგ გადაწყდა, რაც გალის რაიონში მცხოვრებ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქალს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის ამჟამად ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები