გურიის რეგიონში პირბადეების წარმოება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

გურიაში კომპანიამ „ელსელემა“ გამოთქვა მზადყოფნა, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, საპრევენციო ღონისძიებების განხორციელებაში სახელმწიფოს გვერდში დაუდგეს და სახელმწიფოს დაკვეთით პირბადეების წარმოება დაიწყო.
გურიის რეგიონში, ლანჩხუთის სამკერვალო საწარმოში ერთჯერადი პირბადეები იკერება, სადაც დღიურად 2 000 ცალი პირბადე მზადდება, დაკვეთა კი 100 000 ცალს შეადგენს. პირბადეები გადაეცემა ძალოვან სტრუქტურებს, ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და სხვა სამსახურებს. სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ლანჩხუთსა და თბილისში ორ ქარხანას აერთიანებს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში კომპანია “უნივერსალ ენერჯი კორპორეიშენმა” ადგილობრივ მოსახლეობას საჩუქრად სამედიცინო პირბადეები და ხელთათმანები გადასცა. ასევე, სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაურიგდა სამედიცინო სპირტი დეზინფექციისათვის.

ლანჩხუთში მდებარე საწარმოში პირბადეების კერვის პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული – ზურაბ ნასარაია პირველ მოადგილესთან, აკაკი შენგელიასთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები