ირაკლი ქადაგიშვილი: სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები არ შეჩერდება

„ჩვენ გვქონდა ოპერატიული შტაბის წევრებს შეხვედრა და გავიარეთ ახალი დადგენილებით მიღებული ყველა რეგულაციის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებები. მომავალი დღეების განმავლობაში, მთელი რიგი დამატებით რეგულაციების შესრულება მოუწევს ეკონომიკური საქმიანობის სუბიექტებს“, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთის მხარეში სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ირაკლი ქადაგიშვილმა რეგიონში არსებული ოპერატიული შტაბის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, რომელიც დაკომპლექტებულია სამართალდამცველებით, მუნიციპალიტეტის მერებისა და დაავადებათა კონტროლის რეგიონული განყოფილებისგან. ქადაგიშვილის თქმით, შტაბის წევრებმა გუშინ პრემიერმინისტრის ბრიფინგის შემდეგ რეგიონში განსახორციელებელ ცვლილებებსა და გამკაცრებულ ზომებზე იმსჯელეს.

რეგიონის პირველი პირის თქმით, აუცილებელია, კახეთში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავებისას დაცული იყოს რეგულაციით გათვალისწინებული წესები.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაჩეროთ სამუშაოები, უბრალოდ, ვაფრთხილებთ ყველა მევენახეს, კომპანიასა და ჩართულ პირებს – თანამშრომლების გადაადგილება და მათი ტრანსპორტირება უნდა შეესაბამებოდეს მაქსიმალურად დაწესებულ რეგულაციებს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, თუ აქამდე დამსაქმებელ პირს ნაკვეთების დასამუშავებლად სამარშრუტო ტაქსით 15-მდე პირი გადაყავდათ, შტაბის გადაწყევიტელებით, ეს ციფრი მინიმუმ ზღვრამდე უნდა დავიდეს. ირაკლი ქადაგიშვილმა პრესკონფერენციაზე, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტებზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ამ კუთხითაც, აუცილებელია რეგულაციების მაქსიმალურად გათვალისწინება და ყველა კომპანიის წარმომადგენელმა თანამშრომლების პირბადეებით მუშაობა და თერმოსკრინინგით მათი შემოწმება უნდა  უზრუნველყოს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები