თელავის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათების დარიგება დაიწყო.

ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

პროცესს ადგილზე თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი გაეცნო.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სასურსათო კალათი საბავშვო ბაღების 3 146 აღსაზრდელს გადაეცემა.  კალათში პირველადი მოხმარების არამალფუჭებადი პროდუქტებია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები