ბლოკპოსტები ახალციხესა და თელავშიც მოეწყობა

ქალაქთა ჩამონათვალს, სადაც საკონტროლო პუნქტებია მოეწყობილი, ახალციხეც დაემატა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კიდევ ორ ქალაქში, ახალციხესა და თელავში გამშვები პუნქტები მოეწყობა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსა  და თავდაცვის სამინისტროს ძალები გააკონტროლებენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 110 შემთხვევაა, 21 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში – 4995, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 ადამიანი რჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები