აჭარის მთავრობის სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები განიხილეს

აჭარის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებული გამკაცრებული მექანიზმების აღსრულებისა და ახალ რეგულაციების შესახებ ისაუბრეს.
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების და ადმინისტრაციული საზღვრების კონტროლის მიზნით, საქართველოს ქალაქებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო, მათ შორის, ბათუმშიც. აჭარაში საველე შტაბს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობს.
მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით სხდომაზე 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის წლიური ანგარიში განიხილეს და იმსჯელეს ახალი კორონავირუსის (covid-19) გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვის პირობებში ეკონომიკის სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებების განხორციელებაზე.
ახალი საინვესტიციო განკარგულების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს საინვესტიციო ვალდებულების გადავადებას 4 თვით, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიეცა დელეგირება განახორციელოს ცვლილებები არსებული განკარგულების ეფექტურად განხორციელების მიზნით.
განხილულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრები. 108 % შესრულდა ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში, ხოლო ხარჯვით ნაწილში 95,3%.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები