ბაღდათის მაღალმთიან სოფელ ხანში მოსახლეობას პირველადი გამოკვლევევები ჩაუტარდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ ხანის მოსახლეობას, ეპიდემიის თავიდან არიდების მიზნით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა სოფლის ექიმთან ერთად, პირველადი გამოკვლევები ჩაუტარეს.
მედიკოსებმა ადგილობრივებს გამოკვლევებთან ერთად რეკომენდაციებიც მისცეს, თუ როგორ უნდა დაიცვან თავი ეპიდემიისგან.
დღევანდელი მონაცემებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 13, ხოლო კარანტინში 1 მოქალაქე იმყოფება.
მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე ინფიცირებული პაციენტი არ ყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები