ზუგდიდის შესასვლელში ბლოკპოსტი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა მოინახულა

ზუგდიდის შესასვლელში სოფელ ცაცხვში, სადაც საკონტროლო ბლოკ საგუშაგოა განთავსებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრავ მოქალაქეებს, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და სამართალდამცველები ამოწმებენ.  გამშვებ პუნტქში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და მათ თერმოსკრინინგი უტარდებათ.
ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად გაეცნო. გუბერნატორის ინფორმაციით, პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით საკონტროლო პუნქტები მოწყობილია ფოთის შემოსასვლელსა და გასასვლელში, ასევე საგუშაგოები განთავსებულია ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებთან მდებარე სოფლებში (ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი). ალექსანდრე მოწერელიამ საკონტროლო პუნქტში მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და მათ 600 პირბადე გადასცა.
COVID-19-ის მასობრივად გავრცელების შესაჩერებლად, საქართველოს მთავრობამ სამეგრელოს რეგიონში კონტროლი 29 მარტიდან გაამკაცრა. ერთ მიზეზად დასახელდა მოქალაქეების ნაწილის მიერ საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების იგნორირება.
მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ მიიღო და დილის 31 მარტის 08:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები