კახეთიდან ორი პაციენტი თბილისის საავადმყოფოში გადაიყვანეს

კახეთის რეგიონიდან 2 მოქალაქე თბილისის კლინიკებში მოათავსეს. მათგან ერთს რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, მეორეს გადაყვანა კი მიზანშეწონილად თანხმლები დაავადებებისა და ასაკის გამო ჩაითვალა.

რეგიონში გასული დღე-ღამის განმავლობაში თვითიზოლაცია 50 -მა მოქალაქემ დატოვა და ამ დროისთვის, იზოლაციაში 183 პირი დარჩა.
ცხრა საკარანტინე ლოკაციაზე 684 მოქალაქე იმყოფება და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანლის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მათ არ აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, კორონავირუსის 108 დადასტურებული შემთხვევაა საქართველოში, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 21 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში – 4995 პირი რჩება და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 278 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები