ბათუმის შესასვლელში მოქალაქეებს სამართალდამცველები და თავდაცვის ძალები ამოწმებენ

ბათუმში საკონტროლო გამშვები პუნქტი გაიხსნა. მოქალაქეებს თერმოკამერების საშუალებით ამოწმებენ. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და თავდაცვის ძალები და ბათუმში შემსვლელებს ამოწმებენ. იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილში სამზე მეტი პირი იმყოფება, მათ გაფრთხილებას მისცემენ.
ბათუმში ბლოკ-საგუშაგოების განთავსებაზე გუშინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის გარდა, კიდევ 7 ქალაქის შესასვლელებში საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები