ექიმი, რომელსაც კოვიდ19 დაუდასტურდა, ბათუმის ინფექციურის თანამშრომელია

სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომელია, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე როჟვაძემ განაცხადა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ პაციენტს ერთ-ერთ დაინფიცირებულთან ჰქონდა კონტაქტი. უწყების ინფორმაციით, მისი ყველა კავშირი იდენტიფიცირებულია და ამ მხრივ ვირუსის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

აჭარაში სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსით ინფიცირებული 8 პაციენტი მკურნალობს, რომლებიდანაც ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. 70 წლის მამაკაცი მართვით სუნთქვაზე რჩება. რეგიონის მასშტაბით, კარანტინში 2 000-მდე პირია მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 200-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები