თერჯოლაში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა მოხუცებისათვის საკვები პროდუქტების გადაცემა დაიწყო

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ პირველ მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძესა და სოციალური სამსახურის უფროს დიანა ფოცხვერაშვილთან ერთად ხანდაზმულებს პროდუქტები სახლში მიუტანა, მათი საყოფაცხოვრებო პრობლემებით დაინტერესდა და ჯანმრთელობა უსურვა.

თერჯოლაში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტში გასატარებელი ღონისძიებების ფარგლებში, დახმარებას ყველა მარტოხელა, 70 წელს გადაცილებული მოხუცი მიიღებს . ძირითადი მოთხოვნების პროდუქტებს მათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სამუშაო ჯგუფის წევრები და მოხალისეები, რომლებსაც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი, ოჯახებში მიუტანენ.

თერჯოლის მერია მადლობას უხდის ქველმოქმედებისათვის რძის გადამამუშავებელი საწარმოს შპს „ზეკარის“ დამფუძნებელს კახაბერ მანჯავიძეს, რეგიონალურ მენეჯერს დავით კეკუას, რომლებმაც მერიის მიერ მომზადებულ სასურსათო კალათას რძის პროდუქტები შემატეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები