ქუთაისში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე 5 პაციენტის ანალიზის პასუხები მიიღეს, მათგან ოთხი უარყოფითი, ერთი კი დადებითი აღმოჩნდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, შუახნის ქალბატონი იმ 73 წლის მამაკაცის ოჯახის წევრია, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა. ორივე მათგანი სამოგზაუროდ ერთად იმყოფებოდა. ქალბატონი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და წესებს იცავდა. ამ დოისთვის, ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში სამი პაცინეტი მკურნალობს კორონავირუსზე, მათგან ორის მდგომარეობა დამაკმაყოგილებელია, ხოლო 73 წლის მამაკაცის, საშუალო სიმძიმის.

შეგახსენებთ, რომ უახელესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 100 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან გამოჯანმრთელებულია 18, კარანტინში იმყოფება 5114 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში 266 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები