ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდის საავადმყოფოში ​ გადმოყვანილ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მოთავსებული შუახნის ქალის ანალიზის პასუხი covid19-ზე დადებითია – ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ დაუადასტურა.

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს მედიკოსების განმარტებით, 29 მარტს ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ოკუპირებული აფხაზეთიდან გვიან ღამით შემოყვანილ შუახნის ქალს, ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნებოდა. არსებული ინფორმაციით, ქალს მოსკოვში მოგზაურობის ისტორია აქვს.

რაც შეეხება 67 წლის მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი 25 მარტს დაუდასტურდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 103 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 20 გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმშია 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 263 პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები