შოთა რეხვიაშვილი: ბოლნისიდან გადმოყვანილი სამი ადამიანი საველე ჰოსპიტალშია მოთავსებული

“სამი ადამიანი იყო გადმოყვანილი ბოლნისიდა, ბოლნისში საველე ჰოსპიტალში მოთავსდა ორი მათგანი და ერთი მარნეულში „ ჯეოჰოსპიტალში”, – ამის შესახებ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლნისიდან გადაყვანილი სამივე პაციენტის ანალიზების პასუხები უკვე გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში.

„ მობილური ჯგუფები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. დღეს იყო სამი პაციენტი გადმოყვანილი ბოლნისიდან. მათ ჩაუტარდათ შესაბამისი კვლევები და ველოდებით პასუხებს. ამ წუთისთვის,ს ჰოსპიტალში 17 ადამიანი იმყოფება.
ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის არის, რომ მარნეულში კარანტინის სივრცეშია სასტუმრო „სტარში“ ერთ ადამიანს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა. გამოძახებულია საგანგებო და მიმდინარეობს ამ ადამიანის კვლევა”,- განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები