პორტუგალიის პარლამენტში მოქმედი გლობალური საპარლამენტო კავშირი UNITE მარიამ ჯაშის ვიდეო-მიმართვას ავრცელებს

პორტუგალიის პარლამენტში მოქმედი გლობალური საპარლამენტო კავშირი UNITE ავრცელებს მარიამ ჯაშის ვიდეო-მიმართვას “დარჩი სახლში”.

“დღეს ჩვენ გლობალური ჯანდაცვის უპრეცედენტო მასშტაბის კრიზისის წინაშე ვდგავართ, მაგრამ იმედი არ უნდა დავკარგოთ, რადგან გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება.

ჩემს კოლეგებს – მედიკოსებს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტებს და პოლიტიკოსებს – სჭირდებათ დრო ახალი ვაქცინის შესაქმნელად. მათ სჭირდებათ დრო კორონავირუსის წინააღმდეგ უფრო უკეთესი და ეფექტური სამკურნალო პრეპარატების მოსაძიებლად.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც დღეს შეგვიძლია ყველამ გავაკეთოთ – სწორედ დროის მოგებაა მსოფლიოს წამყვან მეცნიერთათვის.

ამიტომ, გთხოვთ, დარჩეთ სახლში და მოიგოთ დრო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

სახლში დარჩენით არამარტო საკუთარ თავს, ოჯახს და ქვეყანას იცავთ, არამედ, გადაჭარბების გარეშე მსოფლიოს მოსახლეობასაც.

დროა გავერთიანდეთ კორონავირუსის წინააღმდეგ. დროა დავრჩეთ სახლში!”, – ამბობს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური საპარლამენტო კავშირის UNITE აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები