უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი, ელია ემეცი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა.

მანამდე, ფრაქცია “ევროპული სოლიდარობის” დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ ჯანდაცვის სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ემეცმა, რომელიც თანამდებობაზე ერთი თვის წინ დაინიშნა, სამინისტროს მუშაობის დალაგება ვერ შეძლო, ასევე, კორონავირუსთან ბრძოლის რეალური გეგმა ვერ წარადგინა.

უკრაინაში კორონავირუსის 480 დადასტურებული შემთხვევაა, 11 პაციენტი გარდაიცვალა, 6 კი  განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები