ქუთაისელმა მორაგბეებმა თვითმმართველობას დიდი ოდენობით სურსათი და ჰიგიენური საშუალებები გადასცეს

ქუთაისელმა მორაგბეებმა, ქველმოქმედების მიზნით, ქუთაისის თვითმმართველობას დიდი რაოდენობით სურსათი და ჰიგიენური საშუალებები საჩუქრად გადასცეს.

მორაგბეებმა სხვადასხვა დასახელების სურსათი, სულ 350 ყუთი, სპორტის სასახლეში მიიტანეს, სადაც პროდუქცია დაფასოვდა და საჭიროებისამებრ გადანაწილდება ოჯახებზე.

სასურსათო ამანათების დაფასოებაში ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილეები მონაწილეობდნენ.

“სასიამოვნოა, როცა ვხედავთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის ასეთ მასობრივ ფაქტებს. მადლობა მინდა, ვუთხრა ჩვენს მორაგბეებს, რომლებმაც დიდძალი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადმოგვცეს”, – განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები