ბაღდათის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოები და ეზოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტში არსებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების სადარბაზოები და ეზოები სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდა.

მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბაღდათის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება.

დღევანდელი მონაცემებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 15, ხოლო კარანტინში 3 მოქალაქე იმყოფება.

მუნიციპალიტეტს, ამ ეტაპზე, არ ჰყავს ინფიცირებული პაციენტი, სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე კი მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები