კახეთის რეგიონში თვითიზოლაცია 83 პირს მოეხსნა

კახეთის რეგიონში, გასული დღე-ღამის განმავლობაში,  თვითიზოლაცია 83 მოქალაქეს მოეხსნა და, ამ დროისთვის, იზოლაციაში 227 პირი რჩება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კახეთის რეგიონის განყოფილების ხელმძღვანლის ინფორმაციით, თვითიზოლაციიდან 1 პირი, ტემპერატურის გამო და ასაკის და თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით, თბილისის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ასევე, თვითიზოლაციის შესაძლებლობების არქონისთვის, 1 პირი კარანტინშია მოთავსებული.

რეგიონში 9 საკარანტინე ზონაზე 603 მოქალაქე იმყოფება და ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, არცერთს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 98 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 18 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში – 4978 პირი რჩება სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ  266 მოქალაქეა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები