სომხეთში კორონავირუსით 424 ადამიანია ინფიცირებული, მათ შორის 14 ექიმია

სომხეთში კორონავირუსის 424 შემთხვევაა დადასტურებული, 3 პირი ვირუსს ემსხვერპლა, 30-მა დაავადება დაამარცხა.

ამასთან, როგორც ქვეყნის ვიცეპრემიერმა, ტიგრან ავინიანმა განაცხადა, ინფიცირებულთა შორის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის 14 თანამშრომელია.

დღეს ქვეყნის პარლამენტი კანონმდებლობაში შესატან ზომათა პაკეტს განიხილავს, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა ონლაინრეჟიმში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები