ზაალ ანჯაფარიძე: მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ კორონავირუსის ირიბი ნიშნები გამოვავლინოთ, შეცდომის ალბათობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია

“მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ კორონავირუსის ირიბი ნიშნები გამოვავლინოთ, შეცდომის ალბათობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინაში 16 მარტის მდგომარეობით ტესტი თითქმის იმდენივე ღირს, რაც საქართველოში.

„კიდევ ერთხელ კორონავირუსზე, ექსპრესტესტების ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟის გამო. მოიძიეთ და ნახავთ, რომ ამ ეტაპზე არსებული ექსპრესტესტები უმეტესწილად მხოლოდ იმის საშუალებას იძლევა, რომ კორონავირუსის ირიბი ნიშნები გამოვავლინოთ. შეცდომის ალბათობა ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია, სამწუხაროდ. ახლა რაც შეეხება ტესტის ჩატარების საფასურს, რომელზეც, ასევე, აჟიოტაჟია ატეხილი ცნობილი შემადგენლობის მიერ. უკრაინაში 16 მარტის მდგომარეობით ექსპრესტესტის ჩატარება 1561 გრივნა ღირდა, რაც კურსით $55,6 უდრის. როგორც ხედავთ, ტესტი ღირს თითქმის იმდენივე, რაც ჩვენთან”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები